ნეიმარის საკლუბო მუნდიალზე თამაში საეჭვოა
23 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნერიმარის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ ინფორამციას ესპანური პრესა ავრცელებს.
ნეიმარმა ტრავმა დღეს გამართულ ვარჯიშზე მიიღო. დაზიანება კლუბმა დაადასტურა, მაგრამ ოფიციალურ დონეზე უცნობია, თუ რა დროს დასჭირდება ბრაზილიელის გამოჯანმრთელებას.
ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ნეიმარი ხვალ "ლევერკუზენთან" ჩემპიონთა ლიგაზე, შაბათს კი "დეპორტივოსთან" პრიმერაში ვერ ითამაშებს. ამის შემდეგ, 17-20 დეკემბერს, "ბარსელონა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიემგზავრება და თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ნეიმარის ამ ტურნირზე თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]