"ტოტენჰემს" სანდროს სატრანსფერო ფასის შემცირება სურს
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემი" შეეცდება "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი სანდრო რამირესი ხელში გამოსასყიდ თანხაზე იაფად ჩაიგდოს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემი" სანდროს დიდი ხანია აკვირდება. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ "ბარსელონა" მზადაა ფეხბურთელი გაუშვას, თუ რომელიმე კლუბი მის გამოსასყიდ თანხას, 12 მილიონ ევროს გადაიხდის.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემი" მზადაა სანდრო შეიძინოს და მას წელიწადში 4.5 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ლონდონელები ფეხბურთელის ფასის შემცირებაზე მოლაპარაკებებს გეგმავენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]