"ბარსელონა" იარმოლენკოს წელიწადზე მეტია აკვირდება
Diaro Gol-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" კიევის "დინამოს" შემტევის, ანდრეი იარმოლენკოს მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს.
ლუის ენრიკეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის გაძლიერება სურს. ასტურიელის პრიორიტეტი "სელტას" თავდამსხმელი ნოლიტოა, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ხელმძღვანელობა ზამთარში ფულის დახარჯვას არ აპირებს.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" 26 წლის იარმოლენკოსაც აკვირდება. ეს ფეხბურთელი კლუბის სპორტულ დირექტორს, რობერტ ფერნანდესს მოსწონს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელები უკრაინელს წელიწადზე მეტია აკვირდებიან. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელის ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ევროა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]