"ბარსამ" თვალი კანდრევას დაადგა
"ბარსელონა" "ლაციოს" 28 წლის ნახევარმცველით, ანტონიო კანდრევათი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას ესპანური Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა იტალიელი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია. თუმცა, ამავე დროს, ცნობილია ისიც, რომ "ბარსელონას" კანდრევაში მისი გამოსასყიდი თანხის, 35 მილიონი ევროს გადახდა არ სურს.
კანდრევამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 13 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე ევროპის ლიგის 5 მატჩში 2 გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 35 ]