ლუის ენრიკე: "ჩემპიონატის მოგება "ბარსას", "რეალსა" და "ატლეტიკოს" შეუძლიათ"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა "ესპანიოლთან" დღეს გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
"რეალს", "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ. განვლილ ტურებში მადრიდულმა გუნდებმა მაღალი კლასი აჩვენეს.
თურანი და ვიდალი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, რადგან მათ ბევრ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. ისინი ტექნიკურები არიან, ძლიერ ხასიათს ფლობენ და გუნდში კონკურენციას გააძლიერებენ.
ლუის სუარესის მიერ ამდენი გოლის გატანით გაკვირვებული არ ვარ. ის ყოველთვის გოლეადორი იყო და მასში ეჭვი არასდროს შეგვპარვია.
დუგლასის დაბრუნება კარგი ამბავია. მას თამაშის ისეთივე შანსი აქვს, როგორიც თანაგუნდელებს."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]