"ხეტაფე"-"ბარსელონა" - ლუის ენრიკე მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ხეტაფესთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
"ხეტაფე" ღირსეული მოწინააღმდეგეა, რომლის თამაშიც აგებულია დაცვასა და ხარისხიან შეტევაზე. "ხეტაფეს" წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის შესანიშნავი გამოცდა იქნება, რადგან ისინი თავიანთ მოედანზე ყოველთვის გვიქმნიან დისკომფორტს.
არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ოთხშაბათს დაამტკიცეს, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ? დიახ, რამდენიმემ ეს დაამტკიცა.
ინიესტასა და სერხი რობერტოს დიდი ხანი გაუცდათ. ისინი რომ განაცხადში არიან, ეს ნიშნავს, რომ მათ ხვალ სასტარტოში თამაში შეუძლიათ.
"რეალთან" დაპირისპირებაზე მეტად ჩემპიონატი მთლიანობაში მაინტერესებს. ესპანეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი - აი ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია.
დუგლასი უიღბლოა. ტრაფმის მიღების შემდეგ მან თამაში გააგრძელა, რაც გამოხატავს მის ძლიერ თამაშის სურვილს. ის პატივისცემას იმსახურებს.
პატუ? ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, თუმცა ბრაზილიის ჩემპიონატს არ ვუყურებ. ასე რომ, მის ამჟამინდელ ფორმაზე ვერაფერს ვიტყვი.
მუნირი და სანდრო? მათ ეძლევათ სათამაშო დრო და ვითარდებიან. კმაყოფილი ვარ, თუმცა მათ კიდევ შეუძლიათ გაუმჯობესება.
მესის გამოჯანმრთელება? ერთადერთი, რაც გვინდა, მისი 100 პროცენტით გამოჯანმრთელებაა. დაბრუნების თარიღი დათქმული არაა".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]