მესი: "აქ ვარ, რათა სიამოვნება მივიღო"
"ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, ნეიმარ ჟუნიორთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად "ოქროს ბურთის" ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"როგორც კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, უბრალოდ ვიყო აქ, ეს – ძალიან კარგია. აქ ვარ, რათა სიამოვნება მივიღო. მე გავიმარჯვებ თუ სხვა ერთი და იგივეა.
ყოველ წელს ვცდილობ ვიყო საუკეთესო. გასულ წელს საბედნიეროდ თითქმის ყველაფრის მოგება შევძელი. ჩვენთვის გასული წელი გამარჯვებებითა და სიხარულით იყო სავსე, რომელიმეს გამორჩევა რთულია."
ხუთი "ოქროს ბურთი" თუ მსოფლიო ჩემპიონატი?
"ეს ძალიან რთული საკითხია. ცხადია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი – უმაღლესი ჯილდოა, რომელიც შეუძლია მიიღოს ფეხბურთელმა."
ნეიმარი
"არ ვფიქრობ, რომ ვინმეს მემკვიდრეა. ის თავისთვისაა და ეს მშვენიერია. ის აგრძელებს ზრდას და განვითარებას. მას ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება. გარდა იმისა, რომ ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია, ამავე დროს კარგი ადამიანიცაა."
მე, არავისი არ მშურს, რადგან შური – მახინჯი სიტყვაა. მე ვარ ის, ვინც ვარ. კრიშტიანუ რონალდუც არის, ის ვინც არის, მაგრამ რონალდუს აქვს ბევრი თვისება, რომლისაც ნებისმიერ ფეხბურთელს შეშურდებოდა." – განაცხადა მესიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]