ჰელდტი: "სანესთან დაკავშირებით არანაირი შეთავაზება არ მიგვიღია"
გელზენკირხენის "შალკეს" სპორტული დირექტორი ჰორსტ ჰელდტი აცხადებს, რომ მის კლუბს ახალგაზრდა ნახევარმცველის, ლერუა სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღია.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" მზადაა "შალკეს" 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 37 მილიონი ევრო გადაუხადოს და ტრანსფერი მალე განხორციელდება. თუმცა, გერმანული მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს.
"სანესთან დაკავშირებით არანაირი შეთავაზება არ მიგვიღია." - განაცხადა ჰოლდტმა.
ლერუა სანემ, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 17 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ამდენჯერვე გაატანინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]