MD: პოგბას "ბარსელონაში" თამაში უნდა
კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ფრანგ ვარსკვლავს, პოლ პოგბას, ზაფხულში "ბარსელონაში" გადასვლა უნდა, რის შესახებაც მან ლეო მესის პირადად უთხრა.
ცნობილია, რომ პოგბას შეძენით "ბარსელონა" და "რეალი" არიან დაინტერესებულნი, მაგრამ მადრიდელთათვის FIFA-ს მიერ ტრანსფერებზე დაწესებულმა შეზღუდვამ ფრანგი ნახევარმცველის "სამეფო კლუბში" გადასვლის შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. პოგბას მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს "ბარსელონა" და როგორც ცნობილია, კატალონიურ გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. 22 წლის ფრანგი არც მალავს, რომ ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა მის სიმპათიებს იმსახურებენ.
კატალონიური პრესის ცნობით, პოგბამ, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების დროს, მესის შემდეგი რამ უთხრა: "მინდა, რომ შენთან ერთად "ბარსელონაში" ვითამაშო."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 81 ]