სუბისარეტა: "მინდოდა, რომ გვარდიოლა "ბარსელონაში" სამუდამოდ დარჩენილიყო"
"ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გუნდის ლეგენდარულ კაპიტანსა და მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე საუბრობს.
როდესაც სუბისარეტას დაუსვეს კითხვა, თუ ვისი დამატება უნდოდა მას "ბარსელონაში" მუშაობის დროს ყველაზე მეტად, მან უპასუხა: "მინდოდა, რომ გვარდიოლა "ბარსელონაში" სამუდამოდ დარჩენილიყო."
სუბისარეტამ პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერზეც ისაუბრა: "პოგბა? "ბარსელონაში", სატრანსფერო საკითხებზე გადაწყვეტილებებს მხოლოდ სახელების გათვალისწინებით არ იღებენ. ტრანსფერი აუცილებელი უნდა იყოს გუნდის დასაბალანსებლად, უნდა იყოს მიზანშეწონილი და გათვალისწინებული უნდა იყოს ეკონომიკური ფაქტორებიც."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]