როჯერსი: "სუარესი "ოქროს ბურთს" მოიგებს"
"ლივერპულის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი "ბარსელონას" თავდამსხმელზე, ლუის სუარესზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის, უახლოეს მომავალში, "ოქროს ბურთს" მოიგებს.
"სუარესი "ოქროს ბურთის" მოგების გზას ადგას. სიგიჟეა, რომ ლუის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში ვერ მოხვდა. მან "ლივერპული" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსით დატოვა და "ბარსელონა" გააძლიერა. გარდა ამისა, სუარესი საკმარისად ახალგაზრდაა იმისათვის, რომ "ოქროს ბურთის" მოგება მოასწროს. ის მხოლოდ 28 წლისაა.
რომ შემეძლოს, ჩემ გუნდში მესის გარდა ნებისმიერი თავდამსხმელი მივიწვიო, არჩევანს ლუისზე შევაჩერებდი."
შეგახსენებთ, რომ როჯერსი და სუარესი "ლივერპულში" ერთად 2012-2014 წლებში თამაშობდნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]