კარაგერი: "სუარესს "ოქროს ბურთის" მოგების ნიჭი აქვს"
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტი ჯეიმი კარაგერი "ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას "ოქროს ბურთის" მოგების ნიჭი აქვს.
"სუარესი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელზე რომ მკითხოთ, სუარესს, მესისა და რონალდუს დავასახელებდი.
სუარესმა "ბარსელონა" გვარდიოლას დროინდელ გუნდზე უკეთესი გახადა. ვერ ვიფიქრებდი, რომ მესისთან ერთად ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა. ახლა მისი ამოცანა მსოფლიოში ნომერ პირველობაა. მას "ოქროს ბურთის" მოგების ნიჭი აქვს".
კარაგერი სუარესთან ერთად "ლივერპულში" დაახლოებით წელიწად-ნახევარი თამაშობდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]