აგენტი: "ადრიანო ზამთარში არსად წასვლას არ აპირებს"
"ბარსელონას" ბრაზილიელი უნივერსალი მცველის, ადრიანო კორეიას აგენტი პაულუ აფონსო "რომას" მხრიდან ინტერესს ადასტურებს, მაგრამ აცხადებს, რომ მისი კლიენტი ზამთარში კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.
"ადრიანო წასვლაზე არ ფიქრობს. ის იანვარში არსად გადავა. მას სურს გუნდს დაეხმაროს.
"რომასთან" და მის სპორტულ დირექტორთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე საქმე უბრალო ინტერესს ეხება.
ადრიანოს მეტი სათამაშო დრო უნდა, მაგრამ წასვლის ვარიანტებს ზაფხულში განვიხილავთ, ახლა - არა."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]