ადრიანო გახანგრძლივებასთან ახლოსაა

ადრიანო გახანგრძლივებასთან ახლოსაა

"ბარსელონას" ბრაზილიელი უნივერსალი მცველი ადრიანო კორეია კატალონიურ კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოსაა. აღნიშნულს ფეხბურთელის აგენტი პაულუ აფონსო აცხადებს.

"შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. ძალისხმევას არ ვიშურებთ. თანამშრომლობის გაგრძელება "ბარსელონასაც" სურს და ადრიანოსაც." - აცხადებს ბრაზილიელის აგენტი.

ადრიანო "ბარსელონაში" 2010 წლიდან თამაშობს. კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 97 თამაშში მან 10 გოლი გაიტანა. სამხრეთ ამერიკელი განსაკუთრებით შედეგიანი მიმდინარე სეზონშია. 26 თამაშში მან თავი 6-ჯერ გამოიჩინა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.