სუარესს ხვალ თამაშის შანსი გაუჩნდა
სიტუაცია, რომლის თანახმადაც ხვალ, "ბილბაოსთან" ესპანეთის თასზე გასამართ მატჩში ლუის სუარესის თამაში გამორიცხული იყო, შეიცვალა. "ბარსელონას" ურუგვაელ თავდამსხმელს 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში მოედანზე გასვლის შანსი მიეცა.
სუარესმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია "ესპანიოლთან" გამართული 1/8-ფინალური თამაშის შემდეგ მიიღო. ამის მიზეზი მეტოქე გუნდის ფეხბურთელების შეურაცხყოფაა. "ბარსელონამ" გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა, უარის მიღების შემდეგ კი სადისციპლინო კომიტეტს მიმართა. აქამდე არსებული ინფრომაციით, "ბარსელონას" საჩივრის განხილვა "ბილბაოსთან" მატჩამდე ვერ ესწრებოდა და სუარესსაც ამ შეხვედრის გამოტოვება უწევდა. დღეს კი გაირკვა, რომ სადისციპლინო კომიტეტმა საქმის მატჩამდე მოსმენა გადაწყვიტა და თუ "ბარსელონას" აპელაცია დაკმაყოფილდა, სუარესს ხვალ თამაშის უფლება ექნება.
სუარესისთვის მოედანზე გასვლის ნების დართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან "ბარსელონას" ტრავმირებული ლიონელ მესი არ ეყოლება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]