ბუსკეტსი: "ატლეტიკო" "რეალზე" ძლიერია"

ბუსკეტსი: "ატლეტიკო" "რეალზე" ძლიერია"

"ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა კატალონიურ გამოცემა Sport-ს ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბა. ამ ინტერვიუს სრულად გთავაზობთ.

- მოედანზე, ბუსკეტსი ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ რა როლი გაკისრიათ გასახდელში?

- წლებმა დიდი გამოცდილება შემძინა. ვეტერანი ფეხბურთელებისგან ვისწავლე, თუ როგორ უნდა მოვიქცე კონკრეტულ სიტუაციაში. ეს ეხება გასახდელში თანაარსებობასაც.

- ახლა, თქვენ ერთ-ერთი კაპიტიანი ხართ. თავს გუნდის უფრო მნიშვნელოვან წევრად თვლით?

- ყოველთვის ვგრძნობდი, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს ის როლი არაა, რომელიც პირველ გუნდში დაწინაურების დროს მქონდა. ახლა, გუნდის მე-3 კაპიტანი ვარ. რა თქმა უნდა, ამას ცვლილებები მოჰყვა.

- არავინ დავობს, რომ დღითი დღე უკეთესი ფეხბურთელი ხდებით. რა არის თქვენი საიდუმლო?

- ძალიან თვითკრიტიკული ვარ. შესაძლოა, ზედმეტადაც კი. ყოველთვის ვაკვირდები, როგორ მიმდინარეობდა თამაში, რა გავაკეთე კარგად, რა არცთუ კარგად, რა უნდა გამოვასწორო... დღითი დღე ბევრი რამ იცვლება. შენ სოციალურ ცხოვრებაში, საკუთარ თავს ისე უნდა მოუარო, როგორც შეძლებ: კარგად დაისვენოო, ივარჯიშო უმაღლეს დონეზე, ისწავლო თანაგუნდელებისგან და მწვრთნელისგან. იმედი მაქვს, განვითარებას განვაგრძობ და "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი ყოველთვის ვიქნები.

- რა მომენტი მიხვდი, რომ შეგეძლო პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყავი?

- როდესაც "ჟუვენილ ა"-დან "ბარსა ბ"-ში გადავედი. ამ დროს, შენი ასაკის ფეხბურთელებთან თამაშს წყვეტ და შესაძლოა, 10 წლის უფროს მოთამაშეებს დაუპირისპირდე. ეს დიდი ნახტომია, რომელიც გაძლევს საშუალებას გაიგო, რა შეგიძლია და რა არა. არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე კარგად გამოვიდოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი.

- ვინ იყო შენი კუმირი ბავშვობაში?

- გამოკვეთილი კუმირი არ მყოლია, მაგრამ ტაქტიკურად კარგად მოთამაშე ფეხბურთელები მიზიდავდნენ. მომწონდა პატრიკ ვიეირა, შემდეგ ჩავი და იაია ტურე. იაიასგან ბევრი ვისწავლე.

- გაგიმართლა, რომ "ბარსელონაში" გუნდის ისტორიაში საუკეთესო დროს მოხვდი...

- ამაზე ვერასდროს ვიოცნებებდი. მუშაობა უნდა განვაგრძოთ იმისათვის, რომ ეს ერა არ დასრულდეს.

- ბევრი რამ მოგიგია, მაგრამ რომელ მომენტს გამოარჩევდი?

- ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. დამატებით ტაიმში მოგება, როდესაც თერთმეტმეტრიანების სერია ახლოვდებოდა... საკლუბო დონეზე, ტრებლი და სექსტეტი ბევრს ნიშნავდა, მაგრამ "უემბლიზე" ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკუთრებული იყო იმ თამაშის გამო, რომლის წყალობითაც მოვიგეთ. ასევე ისეთი თანაგუნდელის გამო, როგორიც აბიდალია. ამ ფინალმა კარგი მოგონებები დამიტოვა.

- ბევრისთვის გასაოცრად, FIFA-ს წლის გუნდში ვერ მოხვდი. გეწყინა?

- ერთის მხრივ, აღიარება ყველას უხარია. მეორეს მხრივ, ვიცი, რომ მსგავსი პრიზები პოპულარობას მოაქვს. ამ გუნდში ბევრი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, რომლებსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. მათ შორის ისინიც, ვინც ჩემთან ერთად ტრებლი მოიგო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ გუნდში მოხვედრილი ყველა მოთამაშე, ერთის გარდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო, დიდი ფეხბურთელია. მე კი ვიცი, რომ კარგად ვიმუშავე და უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდთან ერთად ტრებლი მოვიგე, მოგვიანებით კი კიდევ ორი ტიტული დავამატე.

- ერთი შეხედვით ჩანს, რომ ბუსკეტსი პრესასთან ურთიერთობას ერიდება. რატომ?

- მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს. სოციალურ ქსელებს არ ვიყენებ და ყურადღების მიქცევა არ მინდა. გადავწყვიტე, რომ უმჯობესია მოედანზე კარგად ვითამაშო და იმ ხალხის აღიარება დავიმსახურო, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ და ესმით. ამით ბედნიერი ვარ. მირჩევნია, სეზონის ბოლოს ტიტულები მოვიგოთ. ინდივიდუალური ჯილდოები ამის შემდეგ მოდის.

- დარწმუნებული ხარ, რომ ერთ დღესაც სოციალურ ქსელს არ შეუერთდები?

- (იცინის) ამაზე მიფიქრია. რთული გადასაწყვეტია. პირველ გუნდში გადმოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში ჩართვის აუცილებლობა ვერ დავიინახე. ჩვენ გვაქვს პრესა და ეს საკმარისია. ზოგჯერ, სოციალური მედია კარგია, ზოგჯერ კი, გვნებს. ბალანსი უნდა დაიცვა და იცოდე, როგორ გამოიყენო ის.

- ახალ კონტრაქტს გააფორმებ?

- როგორც პრეზიდენტმა მითხრა, კი. არ ვიცი, როდის მოხდება ეს, მაგრამ არ ვღელავ, რადგან ვიცი, რომ პრეზიდენტი სიტყვას შეასრულებს და იმედი მაქვს, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.

- მალე მამა გახდები. როგორ შეცვლის ეს შენს ცხოვრებას?

- იმედი მაქვს, საფეხბურთო მოედანზე არაფერი შეიცვლება. პირად ცხოვრებაში კი, შეიძლება. შესაძლოა, არც ეს მოხდეს. მშვიდი ცხოვრებით ვცხოვრობ. ძირითადად სახლში ვარ. თუმცა, მალე, პრიორიტეტი ბავშვი გახდება.

- ბოლო კითხვა - "ატლეტიკო" "რეალზე" სერიოზული კონკურენტია?

- ამ დროისთვის, "ატლეტიკო" "რეალზე" ძლიერია. ყველას სჯერა, რომ ეს გუნდი ტიტულისთვის იბრძოლებს. ისინი გამუდმებით პროგრესირებენ. ამ გუნდს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მადრიდელები ლიდერთა შორის სეზონის ბოლომდე იქნებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    სანდრო ცნობილაძე
    სტუმარი [?]
    #25 21 იანვარი 2016 14:20
    0
    მართალია სიმართლეს ამბობს. ეგერ ვერ უსწრეწბს მშვენივრად yes yes
    cotocotne
    სტუმარი [?]
    #24 21 იანვარი 2016 00:12
    0
    სEN XOM Aღ ჩODAV
    Javier14
    სტუმარი [?]
    #23 20 იანვარი 2016 23:22
    2
    ციტატა: Drughi
    რეალის ფანი არ ვარ მარა ატ*აკებს სერხიო

    ერთი მიზეზი დაწერე რატო?
    Drughi
    სტუმარი [?]
    #22 20 იანვარი 2016 22:13
    1
    რეალის ფანი არ ვარ მარა ატ*აკებს სერხიო
    messssi
    სტუმარი [?]
    #21 20 იანვარი 2016 21:57
    0
    Modrichma tqva saqartvelos nakrebi lixteshteinis donisaao da ki gadaigo kobim glandebshi rofl

    Sagol bus rofl
    ACHI CH
    სტუმარი [?]
    #20 20 იანვარი 2016 19:23
    1
    მაგრად ვაფასებს ბუსკეცს მაგრამ კაი ნაბ ზ ა რ ი კია რა
    tsotne-cule
    სტუმარი [?]
    #19 20 იანვარი 2016 18:53
    0
    magari xar busk, shemogevle.
    shoti cule
    სტუმარი [?]
    #18 20 იანვარი 2016 18:32
    1
    იასნა. ისე ბუსკეტსი იწყებს შეტევებს და ეგაა ბარსა ამდენ გოლს როიტანს ყველა თამაშში. მაგარიხარ სერხი <3
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 20 იანვარი 2016 18:27
    0
    არ შეიძლება უყურებდე ბარსას თამაშს და ვერ ამჩნევდე ბუსკეტსის უდიდეს გავლენას თამაშზე. უძლიერესია და იმედია კიდევ დიდი ხანი იქნება ამ დონეზე love
    R A F I N I A
    სტუმარი [?]
    #16 20 იანვარი 2016 18:14
    0
    სხვისი არ ვიცი მარა ერტი ოქროს ბურტი ამასაც ეკუტვნის{ჩემი აზრით}
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 20 იანვარი 2016 17:47
    2
    რა თქმა უნდა ბუსკეცი იმსახურებდა სიმბოლურში მოხვედრას. საერთოდ ვერ ვხვდები რატომ არ აფასებენ ამ ადამიანს. არა მარტო ფიფა, ფეხბურთის გულშემატკივრებიც. დავიჯერო ვერ ხედავენ რა სამუშაოს ასრულებს მოედანზე? როგორი დახვეწილი აქვს პასი, როგორი მოძრაობები აქვს. უჭკვიანესია... რაც შეეხება ატლეტიკოს, ვერ შევაფასებთ მართალიაა ჯერ ზიზუს რეალს დონით დაბალი მეტოქეების შემდეგ, მაგრამ მაინც ეტყობათ როგორი მოხოდილები არიან და ვფიქრობ, რომ რეალი გაცილებით ძლიერია სერთო ჯამში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 20 იანვარი 2016 17:40
    0
    ციტატა: Lionel Messi - Pure Magic
    ციტატა: Ioioio
    ეეჰ ჩვენ ისევ ფიფა თუ გაგვაჩერებს არ არსებული სანქციებით.

    ფიფა ჩვენი გამჩერებელი არაა. გახსოვს ბრავომ რომ აღნიშნა სეზონის წინ, ამ სეზონშიო ვიღაცას არ სურდა ის, რომ ჩვენ ტრებლი მოგვეგოო, ვიღაც გვებრძლოდაო. ამ "ვიღაცაში" იგულისხმება ფიფა, უეფა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია... უდიდესი ზეწოლა მოდის მადრიდელებისგან, თუმცა ბარსა დიდი კლუბია და შეუძლია შეებრძოლოსფიფას, უეფას და ა. შ. სამწუხაროდ, ესპანელებმა მოახერხეს და გააგდეს გუნდიდან გვარდიოლა, რომელმაც მოუტანა ესპანელებს უდიდესი წარმატება. თუმცა, ის რაც 2011-12 წლებში ხდებოდა, ეს იყო ფეხბურთის შეურაწყოფა, მსაჯები რეალის სასარგებლოდ დებდნენ უამრავ პენალტს, არ თვლიდნენ მეტოქის მიერ გატანილ სუფთა გოლებს. გვარდიოლამ იგრძნო, რომ ესპანეთში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მას ებრძოდნენ და წავიდა. მაგრამ ეს ბარსა არის ერთ მუშტად შეკრული გუნდი ყველას უყვარს ბარსა და ბარსათი ცხოვრობს. ყველა ცდილობს რ დატოვოს გუნდი და იბრძლოს, ხოლო მადრიდი, რომელსაც ეხმარებიან, ეხმარებოდნენ და დაეხმარებიან ისევ უტიტულოდ რჩება და მათ ფეხბურთელებს უწევთ იმის ყურება, როგორ აღნიშნავს ბარსა ტიტულებს. პიკესაც, რომელსაც არ უყვარს მადრიდი და არცხვენს ბარსას სახელს(სამწუხაროდ), მთელი არსებით სძულს მადრიდი ამ ყველაფერის გამო და ასეთი განცხადებებით ამიტომ გამოირჩევა.

    100% მართალი ხარ და არ შემიძლია არ დაგეთანხმო. რა თქმა უნდა ფიფა იგულისხმა ბრავომ მახსოვს ეგ.
    მაგრამ იმას ვამბობ თუ ვინმეს ბარსას შეჩერება შეუძლია ეს ისევდაისევ ფიფას,უეფას და ეფფ-ს შეუძლია და ისევდაისევ ბინძურად.
    ორი სატრანსფერო ფანჯარა ბანი გვგვლიჯეს მაგრამ იმავე სეზონში ტრებლი დავდეთ.საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და სწორედ ეს გააკეთა ბართომ, ლუჩომ და მთლიანად, ბარსამ იმიტომ რომ წინააღმდეგობა ბარსას პირიქით აძლიერებს. და პიკე კინაღამ დამავიწყდა, ეგ არის ადამიანი რომელიც არის ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე და სულით და გულით კულე და რასაც ფიქრობ ის უნდა თქვა დამალვით მხოლოდ ქალაჩუნები მალავენ.
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #13 20 იანვარი 2016 17:03
    0
    ბილბაოს გასვლითი ფორმით ვეთამაშებით
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #12 20 იანვარი 2016 16:45
    0
    ციტატა: Ioioio
    ეეჰ ჩვენ ისევ ფიფა თუ გაგვაჩერებს არ არსებული სანქციებით.

    ფიფა ჩვენი გამჩერებელი არაა. გახსოვს ბრავომ რომ აღნიშნა სეზონის წინ, ამ სეზონშიო ვიღაცას არ სურდა ის, რომ ჩვენ ტრებლი მოგვეგოო, ვიღაც გვებრძლოდაო. ამ "ვიღაცაში" იგულისხმება ფიფა, უეფა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია... უდიდესი ზეწოლა მოდის მადრიდელებისგან, თუმცა ბარსა დიდი კლუბია და შეუძლია შეებრძოლოსფიფას, უეფას და ა. შ. სამწუხაროდ, ესპანელებმა მოახერხეს და გააგდეს გუნდიდან გვარდიოლა, რომელმაც მოუტანა ესპანელებს უდიდესი წარმატება. თუმცა, ის რაც 2011-12 წლებში ხდებოდა, ეს იყო ფეხბურთის შეურაწყოფა, მსაჯები რეალის სასარგებლოდ დებდნენ უამრავ პენალტს, არ თვლიდნენ მეტოქის მიერ გატანილ სუფთა გოლებს. გვარდიოლამ იგრძნო, რომ ესპანეთში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მას ებრძოდნენ და წავიდა. მაგრამ ეს ბარსა არის ერთ მუშტად შეკრული გუნდი ყველას უყვარს ბარსა და ბარსათი ცხოვრობს. ყველა ცდილობს რ დატოვოს გუნდი და იბრძლოს, ხოლო მადრიდი, რომელსაც ეხმარებიან, ეხმარებოდნენ და დაეხმარებიან ისევ უტიტულოდ რჩება და მათ ფეხბურთელებს უწევთ იმის ყურება, როგორ აღნიშნავს ბარსა ტიტულებს. პიკესაც, რომელსაც არ უყვარს მადრიდი და არცხვენს ბარსას სახელს(სამწუხაროდ), მთელი არსებით სძულს მადრიდი ამ ყველაფერის გამო და ასეთი განცხადებებით ამიტომ გამოირჩევა.
    ika antimadridista
    სტუმარი [?]
    #11 20 იანვარი 2016 16:38
    0
    უგვიგვინო მეფე love
    ^azzazzello^
    სტუმარი [?]
    #10 20 იანვარი 2016 16:34
    0
    რა მაგარი გვყავს ეს ჩათლახი love ტიპს წვერი არ ქონდა ამოსული ტურე რო ამოაგდო სასტავიდან

    მოდრიჩზე რა კლასიკურად ჩაურტყა... ტიოს ოფლი არ მოდენია მთელი სეზონის მანძილზე და სასტავში შეიყვანეს belay

    ფიფა მოკვდა. გაუმარჯოს ფიფას lool
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #9 20 იანვარი 2016 16:29
    0
    ნუ გაახურე
    Mr.messi
    სტუმარი [?]
    #8 20 იანვარი 2016 16:28
    1
    ციტატა: Ioioio
    ციტატა: Lionel Messi - Pure Magic
    პირველ რიგში მადლობა ავტორს ასეთი შეასანიშნავი სტატიისთვის. მეორეც, ვინც შეამჩნიეთ ბუსკეტსი მას შემდეგ რაც გუნდის კაპიტანი გახდა, რაღაც საოცარი პროგრესი განიცადა, ადრე ხომ კლასნი იყო, ახლა უკვე ზე კლასნია, მისი ყოველი პასი, ფინტი, დარტყმა გააზრებულია, ბუსკეტსი გუნდის ტვინია. ტყუილად არ თქვა ბუსკეტსზე დელ ბოსკემ, უყურეთ ბუსკტესს და მთელ თამაშს დაინახავთო. ბევრს ის შეუმჩნეველი გონია, მაგრამ ის მოედანზე ძალიან ბევრს შრომობს. ამის გარეშე უამრავი გოლი გავიდოდა ჩვენს კარში. მატჩში, როცა მეტოქის კონტრშეტევა იწყება, ამას ბუსკეტსი უმალ შლის და ბარსას უწყებს ახალ შეეტევას. წელს ინიესთან ერთად რაღაც საოცარ ფორმაშია, ახლა ამათ იმედია პოგბა დაემატება და თურანის კარგად შეეწყობა გუნდს და აი მერე ბარსას გამჩერებელი არ ეყოლება.

    ეეჰ ჩვენ ისევ ფიფა თუ გაგვაჩერებს არ არსებული სანქციებით. wink
    წარმოიდგინე რა დონის უნამუსოდ უნდა იქცეოდე ფიფა, თამაშის შემდეგ ფეხბურთელი თუ უნდა გინებაში ამოხდის სულს მოწინააღმდეგეს და ამათ დისკვალიფიკაცია მიარჭეს სუას და რონალდომ პანღური ამოარტყა კაცს და წერილით გააფრთხილეს.
    მართლა ყველა რომ ჩვენ გვებრძვის am

    ოოო მსაჯმადრიდია და აბა რა გეგონა.მე უკვე აგარაფერი მიკვირს მაგათგან არაგერი.

    ციტატა: claudio bravo 13
    modrichze 100-%centit ibazra naxevari sezoni ar yofila gundshi da sauketeso tertmeteulshi ro moxvdamagra gamikvirda

    ეგ იმიტო რო წინაზე არ შეიყვანეს 11 ეულში
    fcb gaucho
    სტუმარი [?]
    #7 20 იანვარი 2016 16:27
    4
    ბარსას ყველაზე დაუფასებელი ფეგბურთელი რა გააკეთა მოდრიჩმა ბუსკეცე მეტი რო წამომიჭიმეს სიმბოლურში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 იანვარი 2016 16:22