პატრიკ რობერტსი: "ვცდილობ, მესის მივბაძო"
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი პატრიკ რობერტსი, რომელიც "სელტიკშია" განათხოვრებული, აცხადებს, რომ ცდილობს ისე ითამაშოს, როგორც ამას "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი აკეთებს.
"ვცდილობ ვიყო ისეთი, როგორიც მესია. მის თამაშს თვალს არაერთი წელია ვადევნებ და ის ჩემი საფეხბურთო კუმირია. ვცდილობ, მას მივბაძო, მაგრამ საკუთარი სტილითაც ვთამაშობ. ცაცია ვარ და ვცდილობ მოედანზე ისე ვიმოძრავო, როგორც ამას მესი აკეთებს." - აცხადებს 18 წლის თავდამსხმელი, რომელსაც პროფესიონალურ კარიერაში ჯერ გოლი არ აქვს გატანილი, არადა მის აქტივში უკვე 25 თამაშია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]