ამბები, რომლებსაც ცუდი შედეგები მოაქვთ
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იოჰან კურიფის ყოველკვირეულ სტატიას, რომელსაც გამოცემა "El Periodico"-სთვის წერს. ამ სტატიაში იგი განიხილავს "ბარსას" ამჟამინდელ ვითარებას და ყურადღებას ამახვილებს იმ ამბებზე, რომლებსაც გუნდისთვის ცუდი შედეგების მოტანა შეუძლია.
ამბები, რომლებსაც ცუდი შედეგები მოაქვთ
"ბარსელონამ" შექმნა უდიდესი ისტორია. 10 ტიტულიდან, 8–ის აღება შეძლო, მაგრამ რატომღაც ფეხბურთზე ლაპარაკს ყველა ფულზე და სკანდალებზე ლაპარაკს ამჯობინებს.
ერთ უბრალო ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოზდევს. ყველას აქვს სურვილი იცოდეს, თუ რამდენს ხარჯავს "ბარსას" ხელმძღვანელობა და რაში ხარჯავს.
მოდი ვისაუბროთ გუარდიოლას ერაზე. "ბარსას" მოგებული აქვს 10–იდან 8 ტიტული და ეს ყველაფერი, რაც მთავარია ძალიან "ლამაზად" შეძლო. "ბარსას" ფეხბურთელთა უმრავლესობა ახალგაზრდული გუნდებიდან მოდიან. მიუხედავად ამისა, მაინც ყველა ფულზე ლაპარაკობს. კლუბის ისტორიის ერთი ნაწილი დასრულდა. ახლა გუნდს სხვა ხელმძღვანელობა ყავს.
მათ ყველაფერი ნეგატიური მემკვიდრეობით მიიღეს? არა, მათ ძალიან ბევრი პოზიტიური რამ მიიღეს.
რა იყო კლუბში არასრულყოფილი? ჯერ–ჯერობით ეს არავინ იცის. ახლა ისინი კლუბის ეკონომიკის შესწავლის პროცესში არიან. ძალიან კარგი იქნება, თუ ხალხს უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდიან ამა თუ იმ საკითხზე, რადგანაც ხალხს ჟანსაღი დისკუსიის გამართვა უნდა.
რა შედეგები მოიტანა დაუზუსტებელი ინფორმაციის გაჟონვამ, ამ რამდენიმე დღის თუ კვირის მანძილზე? ჩემი აზრით უკვე დროა ყველაფერს ფარდა აეხადოს და ხალხმა სიმართლე იცოდეს, რადგანაც ვფიქრობ, რომ ასეთი საუბარები მთელ ორგანიზაციას მხოლოდ ცუდს მოუტანს.
როლექსი
გუარდიოლა არის ადამიანი, რომელიც თავის გუნდზე ძალიან ზრუნავს. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდზე "გაბრაზებული" ფეხბურთელი ძალიან ცოტაა. უამრავი ადამიანი საათს შესცქერის და თავის ახალ ფეხბურთელს ელის. ისინი წელიწადში მილიონობით დოლარს აკეთებენ და გული უფრო ძვირი საათისკენ მიუწევთ. სხვა საქმეა ის, თუ რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ფულის თემა უკანა პლანზე გადაწიო. მე ახლაც მაქვს ის საათი, რომელიც 1978 წელს, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციისგან მივიღე, როდესაც ჰოლანდიამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეძლო. ოქროს როლექსი... ჩვენ გვჭირდება მთელი ყურადღება იმ მნიშვნელოვან თემაზე გადავიტანოთ, რასაც ფეხბურთი ქვია.
ჩიგრინსკი
ფეხბურთელისთვის ორი რამაა მნიშვნელოვანი, სიმშვიდე და მუშაობა. ეს ის 2 რამაა, რასაც მწვრთნელი უნდა გადასცემდეს მოთამაშეს. რატომ გაყიდეს ჩიგრინსკი, თუ ეს გუარდიოლას არ სურდა? ამ ტრანსფერის დეტალებში ჩახედული არ გახლავართ, მაგრამ თუ გუარდიოლას ამ ფეხბურთელის თავის გუნდში ხილვა კიდევ სურდა და ხელმძღვანელობამ ეს არ გაითვალისწინა, მაშინ ეს უკვე სხვა საქმეა და გუნდს ცუდ გზაზე აყენებს. მე მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებადია, მაგრამ ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს გუარდიოლას თანაშემწეზე, ესტიარტეზე, რომელსაც ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას შორის კავშირის დამყარება ევალება.
...და არის, სეზონი არნახულად დაიწყო! თქვენ გყავთ გუნდი, რომელშიც კარგი ფეხბურთელები თამაშობენ და რომელთაც ტიტულების აღების ამბიცია გააჩნიათ, მაგრამ თუ გუნდმა ცუდად გააგრძელა, მაშინ ეს იმის ბრალი იქნება, რომ ფეხბურთელებმა არ იციან, თუ რა გააკეთონ მოედანზე, ანუ გუარდიოლა ცუდი მწვრთნელია. ჩვენ ხომ ამაზე ეჭვი უკვე აღებული გვაქვს...
სესკ ფაბრეგასი
სესკ ფაბრეგასი – ადამიანი, რომელიც სრულიად მარტო, თავის თავის ამარა დარჩა. ბევრმა გამოცემამ მისი სურათებით ააჭრელა მთავარი გვერდი. ამ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სესკს პრობლემები აქვს არსენ ვენგერთან. მოდით გარშემოც მიმოვიხედოთ. წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ინგლისურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესის პრობლემები აქვს პეპ გუარდიოლასთან და რომ ჩელსი, ან მანჩესტერ იუნაიტედი მის შეძენას აპირებს. იმას კი უკვე აღარანაირი ყურადღება აღარ ექცევა , სიმართლეა თუ არა ეს ამბავი, რადგანაც უკვე ყველა ჟურნალი, თუ გაზეთი ამაზე საუბრობს. მთავარია გაყიდო, თორემ სხვა უკვე აღარავის აინტერესებს...
წყარო: TotalBarca.Com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]