აფელაი და "ალმერია"

აფელაი და "ალმერია"

შემოგთავაზებთ "ბარსას" ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის, იოჰან კრუიფის მორიგ სტატიას, რომელიც იგი "El Periodico"-სთვის წერს. ამ სტატიაში იგი აფელაის თემასა და "ალმერია" – "ბარსას" შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას...

შაბათს მე "ამსტერდამ არენაზე", "აიაქსისა" და "პსვ"–ს შეხვედრას დავესწარი. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა, რომელშიც "აიაქსს" დამარცხება უბრალოდ არ შეეძლო და არც დამარცხდნენ. ახლა "პსვ", "აიაქსს" მთელი 6 ქულით უსწრებს.

აფელაი "ბარსაში" პირველი იანვრიდან ჩაირიცხება. გვარდიოლას გუნდში სათამაშოდ მას უკვე საკმაო გამოცდილება აქვს. ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა ნამდვილად არ გახლავთ. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მასზე რისი დამატებაც შემიძლია არის ის, თუ როგორია იგი მოედნის გარეთ. ის ძალიან კარგად აღზრდილი ბავშვია. არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა არის.

მას შემოთავაზებები სხვა გუნდებისგანაც ქონდა. არა ახლა, არამედ ჯერ კიდევ "მსოფლიო ჩემპიონატის" დაწყებამდე, მაგრამ მან გადაწყვიტა დაეცადა იქამდე, სანამ შემოთავაზებას ისეთი გუნდისგან არ მიიღებდა, რომელიც მის სათამაშო სტილს მოუხდებოდა.

საუბრები არის მის ასაკთან დაკავშრებითაც. იგი 24 წლისაა და ჰოლანდიის ჩემპიონატში თავის მეექვსე სეზონს ატარებს. გასული 5 წლის მანძილზე იგი რეგულარულად სასტარტო შემადგენლობაში ხვდებოდა. ვფიქრობ, რომ იგი ძალიან ზუსტ დროს ტოვებს გუნდს. ყველაზე მეტად მას ბურთით სწრაფად მოძრაობა შეუძლია და როდესაც იგი კარგად თამაშობს მატჩში დომინირებს კიდევაც. რაღა თქმა აუნდა მას ადაპტაციისთვის დრო დაჭირდება, მაგრამ ის ჭკვიანი ბავშვია. მის დიდ სურვილთან ერთად, მას გააჩნია ყველაფერი, რაც ახალი გუნდისთვის ჭრდება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ბარსამ", "ლა ლიგას" ბოლო ტური აფელაის გარეშე ჩაატარა. აფელაის გარდა გუნდს პიკე და ბუსკეტსი ვერ დაეხმარნენ, მაგრამ მათი სრულფასოვნად შეცვლა ფონტასმა და მაშერანომ შეძლეს. "ბარსამ" ალმერიაში შესანიშნავად ითამაშა. შესანიშნავი 8 გოლის გამო? არა, ეს უბრალოდ პატარა დეტალია.

ამდენი გოლი გუნდის ეფექტურობის გამო გავიდა. პირადად ჩემთვის, ყველაზე დიდი, რაც გუნდმა ამ მატჩში გააკეთა არის დაცვა, დაცვა გატანილი 3 გოლის შემდეგ. დიახ, მე ვიცი, რომ ერთ–ერთ გოლი "ალმერიელთა" კარში თავად "ალმერიას" ფეხბურთელმა გაიტანა, ერთიც კი "ალმერიელთა" მცველის დიდი შეცდომის გამო, მაგრამ, რომ არა მაქსველი და ინიესტა ეს გოლები არ გავიდოდა.

25–ე წუთისთვის ანგარიში უკვე 0–3 იყო. ახლა გუნდს საფიქრალი გაუჩნდა: რა უნდა გავაკეთოთ? "ჩემპიონთა ლიგის" მატჩი ოთხშაბათს გვაქვს ჩასატარებელი, ხოლო შემდეგ კვირაში "ელ კლასიკოა". საბერძნეთში გამარჯვება გვჭირდება. რა უნდა ვქნათ? მაშინ კი ყველამ დაცვაზე გადაიტანა ყურადღება. ასე, რომ ფეხბურთელებმა გაზს ფეხები აუშვეს.

სულ ეს არის, რაც "ბარსამ" გააკეთა? არა. "დაგვირგვინების სავარჯიშო" ჩემთვის სიამაყის მომგვრელი იყო. გუნდმა ის ინტენსიურობა შეინარჩუნა, მიუხედავად ცვლილებებისა, რომელიც მეორე ტაიმში განხორციელდა. გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა: მათ ითამაშეს ძლიერად, როგორც შეეძლოთ და თან ძალების მაქსიმალურად დაზოგვაც მოახერხეს. 8 გოლი შემთხვევით არ გადის...

თუ შენ ყურადღებას უფრო დაცვაზე გადაიტან, შენ მეტი სირბილი მოგიწევს. იქნება მეტი ჯარიმა და შენ დაიღლები. გუნდმა ენერგია მაქსიმალურად დაზოგა, ბურთის ფლობდა მაქსიმალურ ნიშნამდე იყო აყვანილი, ბურთი სულ მოძრაობდა, გუნდი თამაშობდა და სიამოვნებას იღებდა. ასეთი თამაშისას არსებობს რაიმე ტრავმის საშიშროება? არანაირად. მასპინძლებს უბრალოდ იმის შანსიც არ ქონდათ, რომ "ბარსას" ფეხბურთელებს ფეხებში ჩავარდნოდათ და ბურთი აეცალათ. ამას უბრალოდ ვერ ასწრებდნენ. არის ეს საუკეთესო შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელების გასაბრწყინებლად? უეჭველად. ეს იყო ყველაზე ჭკვიანური თამაში, რაც გვარდიოლას გუნდს აქამდე ჩაუტარებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.