ფერნანდესი: "ნეიმარი ბედნიერია, ჩვენ მშვიდად ვართ"
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი 24 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გარშემო გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება.
"ნეიმარი და მისი ახლობლები ბედნიერები არიან, ჩვენ კი მშვიდად ვართ", - აცხადებს რობერტ ფერნანდესი.
ფერნანდესმა ასევე კომენტარი გააკეთა ორი დღის წინ მომხდარ მცირე ინციდენტზე, როდესაც ნეიმარის მამამ ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა.
"კლუბი ფეხბურთელისა და მისი ნაცნობების საქმეებში არ ერევა. ასეთი რაღაცები ხდება, ნუ მიანიჭებთ ამას დიდ მნიშვნელობას".
"მნიშვნელოვანია, რომ ნეიმარი თავს ბედნიერად გრძნობს და ამას ყოველ შეხვედრაში ვამჩნევთ", - დაასრულა სპორტულმა დირექტორმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]