ფერნანდესი: "მესი "ბარსელონაში" ბედნიერია"
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი კატალონიური გუნდის არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის მომავლის საკითხს მშვიდად ეკიდება.
"მესი "ბარსელონაში" ბედნიერია, ეს მის თვალებზე აისახება. მოხარულები ვართ, რადგან ვიცით, რომ საბოლოოდ სიტუაცია ყველას მოეწონება."
როგორც იცით, ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, კატალონიის "ბარსელონამ" "ანოეტაზე" "სოსიედადი" 0:1 დაამარცხა. ნეიმარ და სილვა არბიტრმა სიმულაციის გამო გააფრთხილა, რაც რობერტს არ მოეწონა.
"ნეიმარის წინააღმდეგ თამაშის წესები აშკარად დაირღვა. თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო."-განაცხადა ფერნანდესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]