პაკო ჰემესი: „ბარსელონაში“ კარგად იციან, რომ ძნელია იპოვო ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ბუსკეტსია“
"რაიო ვალიეკანოს" მთავარმა მწვრთნელმა პაკო ჰემესმა კატალონიის "ბარსელონას" ესპანელ საყრდენზე სერხიო ბუსკეტსზე ისაუბრა. სპეციალისტის აზრით, "ბარსელონა" 27 წლის ფეხბურთელს არ შეელევა.
"ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელია იპოვო ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ბუსკეტსია. "ბარსელონაში" ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. კატალონიელები აცნობიერებენ, რომ ფეხბურთელი ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია გუნდის თამაშის ფილოსოფიისთვის. სერხიომ განაცხადა, რომ მხოლოდ მის მეუღლეს და პეპ გვარდიოლას შეუძლიათ აიძულონ "ბარსელონას" დატოვება, მაგრამ ჩემი აზრით, მას კლუბის დატოვების სურვილი არ აქვს." - განაცხადა, ჰემესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]