სტოიჩკოვი: "რეალი" ფინალის მასპინძლობაზე უარს გასპარის გამო ამბობს. მან "ბერნაბეუზე" "ბარსას" ჰიმნი 6-ჯერ ჩართო"
"ბარსელონას" ბულგარელი ლეგენდა ხრისტო სტოიჩკოვი აცხადებს, რომ თუ "რეალი" ესპანეთის თასის ფინალის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებაზე უარს განაცხადებს, ეს ჟოან გასპარის ბრალია.
კატალონიური კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა, ცოტა ხნის წინათ, განაცხადა, რომ "რეალს" ეშინია "ბარსამ" მორიგი ტიტული "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ აღმართოს და ამის გამო, მადრიდელები სამეფო თასის ფინალის მასპინძლობაზე უარს ამბობენ. სტოიჩკოვი კი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი თავად გასპარია.
"რეალი" ესპანეთის სამეფო თასის ფინალის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარების წინააღმდეგი ჟოან გასპარის გამოა. მან, ამ სტადიონზე, "ბარსელონას" ჰიმნი 6-ჯერ ჩართო და ჩვენ სარდანას (კატალონიური ცეკვა) ვცეკვავდით." - განაცხადა სტოიჩკოვმა.
ბულგარელ ვეტერან ფეხბურთელს მხედველობაში 1997 წლის ფინალი ჰქონდა. მაშინ, "სანტიაგო ბერნაბეუზე", "ბარსამ" "ბეტისი", დამატებით დროში, 3:2 დაამარცხა. სტოიჩკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო, გასპარი კი, იმ დროს, კლუბის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]