გასპარმა "რეალს" მოუწოდა აღიაროს, რომ თავის არენაზე "ბარსელონას" მიღება არ სურს
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა მადრიდის "რეალს" მოუწოდა საჯაროდ აღიაროს, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანეთის თასის ფინალის ჩატარება არ სურს. ფინალის მონაწილეები, რომელიც 27 მაისს გაიმართება, "ბარსელონა" და "ალავესი" გახდნენ.
"მე საჯაროდ და ოფიციალურად ვითხოვ, რომ "რეალმა" კაცობა იქონიოს და დაწეროს წერილი იმაზე, რომ თავის არენაზე ესპანეთის თასის ფინალის ჩატარება არ სურს. დაე არ გამოიგონონ ცარიელი ისტორიები." - განაცხადა გასპარმა.
"რეალის" ბოლო ასამბლეაზე განაცხადეს, რომ "სევილიასთან", პრიმერას 37-ე ტურის მატჩის შემდეგ, მაისში, კლუბი სტადიონის რეკონსტრუქციაზე მუშაობას იწყებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]