"ბარსელონა" - "სელტა": ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ
"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "სელტა ვიგოს" უმასპინძლა და ანგარიშით 6-1 დაამარცხა მეტოქე. მატჩის შემდეგ კატალონიელთაგან ერთ-ერთი გოლის ავტორმა ნეიმარმა განაცხადა, რომ ის "სელტას" თამაშით მოხიბლულია: "სელტას ფეხბურთელებმა შესანიშნავად იასპარეზეს", განცხადა ბრაზილიელმა. ფეხბურთელმა მესი-სუარესის მიერ გათამაშებულ თერთმეტმეტრიანზეც გაამახვილა ყურაღება და აღნიშნა, რომ აღნიშნული ტრიუკი სავარჯიშო სესიაზე უკვე ნაცადი იყო და ის სწორედ მისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა აქვე დასძინა, რომ "ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რომ აღნიშნულმა გაამართლა და გოლი გავიდა. ჩვენ სამს (მესი, ნეიმარი, სუარესი) ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი მეგობრობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია." ბოლოს კი ბრაზლილელმა დასძინა, რომ ახლა მნიშვნელოვანია გუნდმა კარგად დაისვენოს და შემდეგი შეხვედრებისთვის სათანადოდ მოემზადოს.
მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:
ალბა
"გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. "სელტა ვიგო" ძალიან კარგი გუნდია, მათ შეუძლიათ შექმნან საგოლე ეპიზოდები და მოედანზე სიტუაცია გაამძაფრონ."
"უკანასკნელი სამი შეხვედრიდან ორში გავიმარჯვეთ, დღევანდელი შეხვედრა კი ჩვენთვის მოტივაციის წყარო აღმოჩნდა."
"არ ვიცოდი თუ თერთმეტმეტრიანს ამგვარად შეასრულებდნენ. მსგავსი შესრულება ხშირი არაა. ლეო ყოველთვის ინოვაციებს გვთავაზობს,კარგია რომ ამან გაამართლა."
დანი ალვესი
"ჩვენთვის ეს ძალიან მძინე დღე იყო. "სელტამ" ძალიან კარგად ითამაშა და ბევრი პრობლემაც შეგვიქმა."
"ჩვენ საბოლოო მიზნის მისაღწევად სწორ გზას ვადგავართ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გზა წარმატებით დავასრულოთ."
"სანამ ამას გააკეთებდნენ (მესი-სუარესის თერთმეტმეტრიანი) ბიჭებმა წინასწარ მოილაპარაკეს, მართალია ალტერნატიული გეგმაც არსებობდა, თუმცა მოვლენები ფანტასტიკურად განვითარდა."
ანდრეს ინიესტა
"შესაძლოა აღნიშნული გადაცემა მართლაც ნეიმარზე იყო გათვლილი, მართალია ვარჯიშებზე არ მინახავს თუ როგორ ათამაშებდნენ მას, თუმცა დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ქმედება მოლაპარაკების შედეგი იყო".
"ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს და ვაფასებთ მათ სათამაშო სტილს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ თერთმეტმეტრიანი დარტყმა არ შეიძლება მოწინააღმდეგის მიმართ უპატივცემულობად მივიჩნიოთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 33 ]