"ბარსელონა" - "სითი": ლუის ენრიკეს კომენტარი მატჩის შემდეგ
კამპ ნოუზე "მანჩესტერ სითის" ანგარიშით 4-0 დამარცხების შემდეგ, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა. მან ყურადღება ლეო მესის ფაქტორზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ "ის გადამწყვეტი მოთამაშე იყო. მან ყველა მნიშვნელოვან შეტევაში მიიღო მონაწილეობა."
"მესი ისე ასპარეზობს თითქოს სკოლის მოედანზე თამაშობდეს" - დასძინა ესპანელმა სპეციალისტმა. "არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ მესი ახლახან დაუბრუნდა თამაშს, მთავარია ის, თუ როგორ აღიქვამს შეხვედრას იგი."
მთავარმა მწვრთნელმა სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზეც გაამახვილა ყურადღება, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
"უმტიტიმ ცენტრალური მცველის პოზიციაზე შესანიშნავად იასპარეზა, ის საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებშიც იმავე პიზიციაზე თამაშობდა."
"სითის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია. თუმცა შეხვედრის ბედს მცირე დეტალები წყვეტს."
"სითის" ფეხბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში კარგად თამაშობდნენ; ფეხბურთელის მოედნიდან გაძევება შეხვედრის მიმდინარეობას ცვლის."
"ორმაგად სასიხარულოა როდესაც გუნდი ისე იგებს, როგორც შენ გინდოდა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]