დანი ალვესი: „არსენალს“ პრემიერლიგის მოსაგებად სიმწიფე აკლია“
კატალონიის "ბარსელონას" 32 წლის ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვესმა ლონდონის "არსენალზე" ისაუბრა, რომელიც კატალონიელთა მეტოქეა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.
"არსენალს" ზოგჯერ სიმწიფე და გამოცდილება აკლია, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მათ საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ, კლუბმა კარგი სტარტი აჩვენა პრემიერლიგაზე, მაგრამ ამ ტემპის და დონის შენარჩუნებისათვის უფრო მეტია საჭირო.
ლონდონელები ძალიან კარგად და ორგანიზებულად მოქმედებენ ბურთით, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელები მუდამ შეტევაში ცდილობენ ყოფნას, ამასობაში კი შეხვედრაში კონტროლის მოპოვება ყველაზე მნიშვნელოვანია." - გამაცხადა, ალვესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]