პიკე: "ესპანეთის ნაკრებში იმიტომ ვთამაშობ, რომ ვგრძნობ, ასე უნდა იყოს"
29 წლის ცენტრალური მცველი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით საუბრობს.
"ბარსელონას" ფეხბურთელი ჟერარ პიკე ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრების მაისურით თამაშის კონკრეტული მიზეზი არ გააჩნია.
მას არაერთხელ გამოუთქვას კატალონიის ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი, მაგრამ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი არასდროს უთქვამს.
"რადგან ესპანეთის ნაკრებში ვთამაშობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვგრძნობ, ასე უნდა იყოს", - აცხადებს ჟერარ პიკე.
"პირველ რიგში იმიტომ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. გარდა ამისა, ამ ეტაპზე, მე ესპანელი ვარ. აქედან გამომდინარე, ვგრძნობ, რომ უნდა ვიყო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ნაკრებში", - დაასრულა "ბარსას" სამიანმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]