ინფანტინო - ფიფას ახალი პრეზიდენტია !
უეფას აწ უკვე ყოფილი გენერალური მდივანი - 45 წლის ჯანი ინფანტინო ფიფას ახალ პრეზიდენტად აირჩიეს.
ციურიხში ფიფას არჩევნების მეორე რაუნდი გაიმართა, სადაც შვეიცარიელს ხმა 115 ქვეყნის წარმომადგენელმა მისცა. აზიის კონფედერაციის პრეზიდენტმა შეიხ სალმანმა 88 ხმა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.
ფიფას ახალი მანდატი სათავეში 2019 წლამდე იქნება. შეგახსენებთ, რომ ინფანტინომ პოსტზე სეპ ბლატერი ჩაანაცვლა, რომელსაც კორუფციაში სდეს ბრალი და ფეხბურთს 6 წლით ჩამოაცილეს.
აქვე გეტყვით, რომ ბლატერი, რომელიც ფიფას პრეზიდენტი 1998-2016 წლებში გახლდათ, არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობა ჰქონდა კატალონიის "ბარსელონასთან", ინფანტინოს მოსვლის შემდგომ კი ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი გამოსწორდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]