ფიფას და "ბარსელონას" პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან
"ბარსელონას" პრეზიდენტი გაუძღვება კლუბის დელეგაციას ფიფას პრეზიდენტთან, ჯანი ინფანტინოსთან, შესახვედრად. შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება.
ჯანი ინფანტინო ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანოს პრეზიდენტი 2016 წლის თებერვალში გახდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ შეხვედრია კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს. მის სანახავად ციურიხში ბართომეუსთან ერთად გაემგზავრებიან ვიცე პრეზიდენტი ხორდი მესტრე, სპორტული დირექტორი ალბერტ სოლერი და საფეხბურთო ადმინისტრაციის დირექტორი რაულ სანლეი.
შეხვედრის მიზანი მომავალი ურთიერთობების დამყარებაა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ფიფასთან კავშირი გაწყვიტა, როდესაც სატრანსფერო აკრძალვა მიიღო. გამონაკლისია გასული დეკემბრის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, მაგრამ მაშინ თასი კატალონიელებს ფიფას ვიცე პრეზიდენტმა, ანხელ მარია ვილარმა, გადასცა.
შეგახსენებთ, რომ იმავე აკრძალვა "ატლეტიკომ" და "რეალმაც" მიიღეს.
"ბარსელონას" წარსულის დავიწყება და ყველაფრის ახლიდან დაწყება სურს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]