ალბა: "ბარსელონაში" საკუთარ თავს სხვებზე მაღლა არავინ აყენებს"
26 წლის მარცხენა მცველი კრიშტიანუ რონალდუს მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, მადრიდულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "რეალის" რიგებში ყველა მისი დონის იქნებოდა, მაშინ ისინი პირველ ადგილს დაიკავებდნენ. მოგვიანებით, კრიშტიანუმ განმარტა, რომ მან თანაგუნდელების არა სათამაშო დონე, არამედ ფუნქციური მდგომარეობა იგულისხმა.
"რონალდუს სიტყვები ჩემთვის გაუგებარია. "ბარსელონაზე" შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ შეკრული გუნდი გვყავს, სადაც საკუთარ თავს სხვებზე მაღლა არავინ აყენებს", - ციტირებს ჟორდი ალბას სიტყვებს Marca.
"თავდასხმის ხაზში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ, მაგრამ თითოეული მათგანი გუნდში თავს ისე გრძნობს, როგორც ყველა. სხვა გუნდებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ესპანელმა მცველმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]