მილიტო: "მესი არასოდეს მოიქცევა ისე, როგორც რონალდუ"

მილიტო: "მესი არასოდეს მოიქცევა ისე, როგორც რონალდუ"

"ბარსელონას" ექს-მცველი, გაბრიელ მილიტო პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს განცხადებას გამოეხმაურა, იტყობინება ესპანური პრესა.   

 

" იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო აუცილებელია გუნდში კარგი ატმოსფერო სუფევდეს, არავინ არ უნდა აყენებდეს საკუთარ თავს სხვებზე მაღლა. სწორედ ეს არის წარმატების მთავარი გასაღები, იმის ახსნა, რაც რონალდუს შემთხვევაში მოხდა ძნელია, რადგან ჩვენ არ ვიმყოფებით მის კლუბში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მესის მსგავსი რამ არასდროს შეემთხვევა. "ბარსელონას" წარმატების მთავარი საიდუმლო მხოლოდ კარგი მწვრთნელები, ფეხბურთელები და წმინდა ადამიანური ურთიერთობები იყო" - განაცხადა მილიტომ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.