"ბარსელონა" ადასტურებს, რომ ბუსკეტსს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს
უახლოეს მომავალში კატალონიელთა ხელმძღვანელობა 27 წლის ნახევარმცველის საფეხბურთო აგენტთან შეხვედრას გეგმავს, იტყობინება Radio Catalunya.
"ბარსელონა" სერხიო ბუსკეტსისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს, რომელიც გაუმჯობესებულ პირობებს ითვალისწინებს. თუმცა, როგორც ადრე იყო ცნობილი, ამის გაკეთება მიმდინარე სეზონის ბოლომდე, ფინანსური სირთულეების გამო, ვერ მოხერხდება.
რამდენიმე დღის წინ თავად ფეხბურთელმა საჯაროდ გამოთქვა იმედი, რომ "ბლაუგრანა" დანაპირებს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ბუსკეტსის მიმდინარე კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]