"ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
"ბარსელონას" ხელმაძღვანელობა კლუბის არგენტინელ თავდამსხმელთან, ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, იუწყება Mundo Deportivo.
"ბარსელონას" სურვილია მესის კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივოს, რადგან სურს, რომ არგენტინელმა ახალ სტადიონზე ითამაშოს. "კამპ ნოუს" სრული განახლება კი სავარაუდოდ, 2021/22 წლების სეზონში დასრულდება. 28 წლის ფეხბურთელს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე აქვს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ნეიმარ ჟუნიორისთვის და სერხიო ბუსკეტსისთვის ახალი კონტრაქტების შეთავაზებას გეგმავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]