Sport: "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

Sport: "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

ესპანური Sport-ის ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" 28 წლის არგენტინელ ვარსკვლავთან, ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

"ბარსელონა" ამ საკითხში საჩქაროს ვერაფერს ხედავენ, თუმცა კლუბმა უკვე დაიწყო მუშაობა ახალ კონტრაქტზე მუშაობა ფეხბურთელისთვის უკეთესი ფინანსური პირობებით. კატალონიელებს უნდათ, რომ მესიმ კარიერა "ბარსაში" დაასრულოს, რაც თავად ფეხბურთელის სურვილსაც ემთხვევა.

ლეო მესის მიმდინარე კონტრაქტი ძალაშია 2018 წლამდე. ის, ამჟამად, ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონ ევროს იღებს. რაც შეეხება მესის გამოსასყიდ თანხას, ის 250 მილიონ ევროს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.