ვის აკვირდებოდა არიედო ბრაიდა "ბორუსია" - "ბაიერნის" მატჩზე?
ბოლო წლების განმავლობაში მედია აქტიურად უკავშირებს რამდენიმე დორტმუნდელი ფეხბურთელის სახელს კატალონიურ გრანდს.
"ბარსელონას" სკაუტების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი არიედო ბრაიდა, გუშინ "სიგნალ იდუნა პარკზე" გერმანიის ბუნდესლიგის შეხვედრას დაესწრო, სადაც ერთმანეთს დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ.
ბრაიდა ტრიბუნებზე გერმანულმა გამოცემამ, Bild-მა დააფიქსირა. ის მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ყოფილ მთავარ მწვრთნელთან და ჯაკომო პატრალიტოს აგენტთან, ლუსიენ ფავრთან ერთად იჯდა.
ბუნებრივია, დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ რომელ ფეხბურთელზე აწარმოებდა ბრაიდა დაკვირვებას. სავარაუდოდ, ეს დორტმუნდელთა რომელიმე მოთამაშე უნდა ყოფილიყო.
მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია, "ბლაუგრანა" ილკაი გიუნდოგანის მიმართ იჩენს ინტერესს და მომავალ ზაფხულს ის ევროპული გრანდებისთვის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
აგრეთვე, გუშინდელ შეხვედრაში მარკო როისი, მატს ჰუმელსი და ჟულიან ვეიგლი მონაწილეობდნენ. პრესაში სამივე მათგანი ადრე ასევე ფიგურირებდა "ბარსელონას" სავარაუდო სამიზნეთა სიაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 53 ]