მესის მორიგი რეკორდი
არგენტინელი ფეხბურთელი ისტორიაში საკუთარი გვარის ჩაწერას არ წყვეტს.
მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში, "ბარსელონა" სტუმრად "ეიბარს" ეწვია და ანგარიშით 0-4 გაანადგურა. ამ შეხვედრაში ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა.
ამის შემდეგ 28 წლის თავდამსხმელს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 21 გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ის პრიმერა დივიზიონის ისტორიაში ხდება ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც რვა სხვადასხვა სეზონში 20 ან მეტი ბურთი აქვს გატანილი.
მესისთან ახლოს იმყოფება კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც უკვე მეშვიდე სეზონია, ლა ლიგაში 20-ზე მეტჯერ გააქვს.
ექვს სხვადასხვა სეზონში მეტოქეთა კარის მინიმუმ 20-ჯერ აღება შეძლეს ალფრედო დი სტეფანომ, ფერენც პუშკაშმა, კინიმ და ტელმო სარამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]