"ბარსელონა" პაულო სოუსას ვარიანტს განიხილავს
შესაძლოა, კატალონიური გრანდი 45 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს, იტყობინება Sky.
როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პაულო სოუსას დანიშვნის ვარიანტს განიხილავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლუის ენრიკე ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს იტყვის.
აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანას" ამჟამინდელი თავკაცის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2017 წელს გასდის.
თუ ენრიკე წასვლას გადაწყვეტს, ყველაზე პრიორიტეტულ ალტერნატივად სწორედ სოუსა ითვლება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პაულო სოუსას მიწვევას, რომელიც ამჟამად "ფიორენტინას" წვრთნის, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიც" განიხილავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 49 ]