"ბარსელონამ" სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტი წარადგინა
"ბლაუგრანას" პრეს-სამსახურმა "ნოუ კამპის" რეკონსტრუქციის პროექტი საჯაროდ გამოაქვეყნა.
მოგეხსენებათ, სტადიონის რეკონსტრუქციის ტენდერში გამარჯვება იაპონურმა კომპანიამ, Nikken Sekkei-მ და კატალონიელმა არქიტექტორებმა, ჟოან პასკუალმა და რამონ აუსიომ მოიპოვეს.
გამარჯვებული ცხრა ადამიანით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. მასში "ბარსელონას" ხუთი წარმომადგენელი, კატალონიის არქიტექტორთა კოლეგიის სამი წევრი და ქალაქის საბჭოს ერთი წევრი შედიოდნენ.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნოუ კამპის" ტევადობის გაზრდა დაახლოებით ექვსი ათასი ადგილით იგეგმება. სამუშაოები 2021-2022 წლების სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.



მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]