”ნოუ კამპის” ბედი 2014 წელს გადაწყდება

”ნოუ კამპის” ბედი 2014 წელს გადაწყდება

 

”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ”ნოუ კამპის” ბედი 2014/15 სეზონის დაწყებამდე გადაწყდება, იტყობინება ”as”.

 

ზუსტად ამ დროს ჩატარდება სპეციალური გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას სტადიონის რეკონსტრუქციის ან ახალი სტადიონის აშენების შესახებ. ამ საკითხის 2014 წლამდე გადატანა გამოწვეულია კლუბის მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო. ამჟამად ”ბარსელონას” ვალი 334 მილიონ ევროს შეადგენს.

 

მოსალოდნელია, რომ რეფერენდუმი ჩატარდება მაშინ, როცა კლუბის ვალი 200 მილიონ ევრომდე შემცირდება. კლუბის ხელმძღვანელების აზრით ვალი ამ ციფრამდე 2014/15 სეზონის დაწყებამდე დავა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.