მოურინიო: "ფეხბურთი ინდივიდუალისტების თამაშია - მესიმ ლიგა 3 მწვრთნელთან ერთად მოიგო"
პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ფეხბურთი ინდივიდუალისტების თამაშია და ამის არგუმენტად მოჰყავს ის, რომ "ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგა 3 სხვადასხვა მწვრთნელთან ერთად მოიგო.
"ფეხბურთი ინდივიდუალისტების თამაშია. მაგალითად, მესიმ ჩემპიონთა ლიგა 3 სხვადასხვა მწვრთნელთან ერთად მოიგო. ვფიქრობ, მასთან ერთად რაღაცის მოგება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მის წინააღმდეგ თამაში.
თუმცა, მე მწვრთნელი ვარ და კვლავაც ვთვლი, რომ გუნდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც მთელი გუნდის შეცვლა შეუძლიათ".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]