„ბარსას“ მოგების პროცენტი უფრო მეტია ჩემპიონთა ლიგაზე, თუ მესი არ თამაშობს

„ბარსას“ მოგების პროცენტი უფრო მეტია ჩემპიონთა ლიგაზე, თუ მესი არ თამაშობს

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და, რა თქმა უნდა, ითამაშებს "ბარსელონა", მაგრამ ლიონელ მესის გარეშე, რომელსაც ტრავმა აქვს. ეს ნამდვილად დანაკლისია "ბარსელონასთვის", თუმცა, ინტერნეტგამოცემა goal-ის ჟურნალისტებმა სტატისტიკას ჩახედეს და აღმოაჩინეს, რომ "ბარსელონა", მესის გარეშე უფრო შედეგიანად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე.

არგენტინელ თავდამსხმელს ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა მის პირველ წლებში ჩემპიონთა ლიგაზე (ნაგულისხმებია, პირველი ტიტულები), საკმაოდ ბევრი მატჩი აქვს გამოტოვებული, ასევე გაუცდა 2013/14 წლების სეზონის გარკვეული ნაწილი.

თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, "ბარსელონას" მოგების პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალია, როცა კატალონიურ გრანდს მესი ეხმარება, ვიდრე მაშინ, როდესაც მესი ვერ თამაშობს გარკვეული მიზეზების გამო.

მესისთან ერთად, კატალონიელებს 98 მატჩი აქვთ გამართული, აქედან 60 მოიგეს, 23 დაასრულა ფრედ და 15 წააგეს. "ბლაუგრანას" მესის გარეშე 34-ჯერ უთამაშია, აქედან 22-ჯერ მოიგო, 4-ჯერ წააგო და 8-ჯერ ფრდ ითამაშა.

თუ ამ ყველაფერს პროცენტებში გადავიყვანთ, მაშინ "ბარსელონამ", მესისთან ერთად, მატჩების 61.2% მოიგო, ხოლო მის გარეშე - 64,7%.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მესიმ გამოტოვა 2005/06 წლების სეზონის მატჩები, მაგალითად, ფინალი, ნახევარფინალები და მეოთხედფინალები, ტრავმის გამო.

გადავხედოთ, სხვა სტატისტიკასაც: 215 გოლი 98 თამაშში მესისთან ერთად, ხოლო მესის გარეშე კი 61 გოლის გატანა მოხერხდა 34 მატჩში. საშუალოდ, მესისთან ერთად, "ბარსა" 2.2 გოლს იტანდა მეტოქის კარში, ხოლო მის გარეშე - 1.8.

ბურთის ფლობა კი ასვე მაღალია, თუ მესი თამაშობს - 68.8% შედარებული 66.3%-ს. პასების სიზუსტე ასევე მეტია, მესის თამაშის დროს (80.6% და 74.7%), ხოლო პასების სუზუსტე მეტოქის ნახევარზე - 86.3% - 81.4%-ზე.

ნათელია, რომ მესის თამაშთან ერთად, "ბარსელონას" კარგი თამაშიც იმატებს შეტევაში, თუმცა, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, მოგების ალბათობა უფრო ნაკლებია, თუ მესი თამაშობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #17 27 სექტემბერი 2016 17:13
    0
    გლადბახი მართლაც მაგარი გუნდია მაგრამ ბარსას ვერავინ შეაჩერებს
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #16 27 სექტემბერი 2016 16:27
    0
    გლადბახი ძაან მაგარი გუნდია, ყყუილად არც მოხვდებოდნენ ჩლ-ზე, ისე ვინც არ იცით გეტყვით რომ შტეგენი გლადბახიდან გადმოვიფა
    mezgapre
    სტუმარი [?]
    #15 27 სექტემბერი 2016 11:05
    0
    ფუ სუ გამოგასირებს ეს სტატისტიკა აზრე არიან საერთოდ ვისზე ლაპარაკობენ ამას, მესი არის ბარსელონას ნახევარი... რო არა მესი ბარსა ამ წლების განმავლობაში არ იქნებოდა ესეთი დაღუნძლული ტიტულებით როგორც ეხლა არის. ჟურნალისტები რას არ გაავრცელებენ მაყუთის მოსაპოვებლად , .
    Ronaldinho gaucho
    სტუმარი [?]
    #14 27 სექტემბერი 2016 06:58
    0
    ციტატა: isco alarkon
    mecxre adgilosnebic gadian ligaze?

    არა რამეცხრე ადგილოსნები სადნახე
    მწერალი [?]
    #13 26 სექტემბერი 2016 23:27
    0
    არაფრის მთქმელია ეს სტატისტიკა ვითომ მესის გარეშე ბარსა უფრო წარმატებულია ლიგაზე. წარმოიდგინეთ ბარსელონა მესის გარეშე და მერე ჩვენი ტიტულები ლიგაზე და ლიგიდან გამომდინარე ტურნირებზე.
    აბა ჰე გავყიდოთ მესი :დდ
    NickSoNNa_CuLe
    სტუმარი [?]
    #12 26 სექტემბერი 2016 23:17
    0
    ციტატა: KOTE KVERNADZE
    au ra kaifia , .atro.ot lesters ligas dade.s

    Gამაგებინე ეგრე რატო წერ
    juber13
    სტუმარი [?]
    #11 26 სექტემბერი 2016 22:55
    0
    რეალს 2.75 აქვს კუში და დორტმუნდს 2.45 :D :D :D D: D
    born to the cule
    სტუმარი [?]
    #10 26 სექტემბერი 2016 22:10
    0
    ციტატა: Bola
    ნუ სტატისტიკაა საინტერესოა მაგრამ არამგონია ვინმე თვლიდეს რომ გუნდი მესის გარეშე უფრო ძლიერიაა..სისულელეა უბრალოდ

    მიხარი გუნდი რომ არაა 1 კაცზე დამოკიდებული და ლეოს გარეშეც კარგად ვთამაშობთ!! მაგრამ ისეთი ძლიერები მაინც არვართ მის გარეშე, ლეო ცენტრიდან რომ პასებე აძრობს, მაგ დროს ეგ გვაკლია ხოლმე.. საერთოდ მესის როლზე რო ვლაპარაკობთ ბარსაში, სირხვილია პროსტა :)) ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს გუნდში და უნდა დავაფასოთ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 სექტემბერი 2016 22:07
    0
    ნუ სტატისტიკაა საინტერესოა მაგრამ არამგონია ვინმე თვლიდეს რომ გუნდი მესის გარეშე უფრო ძლიერიაა..სისულელეა უბრალოდ
    born to the cule
    სტუმარი [?]
    #8 26 სექტემბერი 2016 22:03
    0
    ციტატა: ani-barca10
    ნუ რახან ლიგის თამაშია გამოიყვანს ალბათ ძირითადს, ჩემზე რო იყოს ამათ დავასვენებდი:დ სუარესი ბუსკეცი პიკე რობერტო

    გლადბახთან გომეში ძირითადში მინდა... ეს ენრიკეს დენსს რას გადაეიკიდა? მე გომეში უფრო მევასება, ნუ დენისი ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს!!
    born to the cule
    სტუმარი [?]
    #7 26 სექტემბერი 2016 21:57
    0
    ციტატა: ani-barca10
    ციტატა: born to the cule
    რა ვიდალი სწყევლი ბარსას? :)) საშუალო დონის გუნდებთან ვერ თამაშობს და გლადბახთან დააყენოს? მაგის მძორი... არადა სევილიაში რა მაგარი იყო, აქ რა მოუვიდა ვერ ვხვდები? უთამაშებლბას კი შეიძლება დააბრალოს კაცმა, მაგრამ არდა როგორ ჩადგა ფორმაში? ამიტომ ვფიქრობ ვიდალმა არ მოინდომა როგორც საჭიროა :)) ასე რომ, ასეთი ფეხბურთელი არ იმსახურებს ბარსას მაისურის ტარებას!! ნახევარი სეზონი სრნა გადმოვიყვანოთ, ზამენისთვის იდეალურია...

    რობერტომაც უნდა დაისვენოს, ეს თამაში გლადბახთან დიდად არ მაინტერესებს ასე რომ იმედია დაასვენებს ძირითადის ფეხბურთელებს

    სელტასთან თამაში ბევრად მნიშვნელოვანია კვირას

    მაშინ ჩათვალე 10 კაცით ვიქნებით გლადბახთან :)))
    born to the cule
    სტუმარი [?]
    #6 26 სექტემბერი 2016 21:53
    0
    ციტატა: ani-barca10
    ზეგ იმედია ვიდალს დააყენებს

    რა ვიდალი სწყევლი ბარსას? :)) საშუალო დონის გუნდებთან ვერ თამაშობს და გლადბახთან დააყენოს? მაგის მძორი... არადა სევილიაში რა მაგარი იყო, აქ რა მოუვიდა ვერ ვხვდები? უთამაშებლბას კი შეიძლება დააბრალოს კაცმა, მაგრამ არდა როგორ ჩადგა ფორმაში? ამიტომ ვფიქრობ ვიდალმა არ მოინდომა როგორც საჭიროა :)) ასე რომ, ასეთი ფეხბურთელი არ იმსახურებს ბარსას მაისურის ტარებას!! ნახევარი სეზონი სრნა გადმოვიყვანოთ, ზამენისთვის იდეალურია...

    ციტატა: ani-barca10
    ზეგ იმედია ვიდალს დააყენებს

    რა ვიდალი სწყევლი ბარსას? :)) საშუალო დონის გუნდებთან ვერ თამაშობს და გლადბახთან დააყენოს? მაგის მძორი... არადა სევილიაში რა მაგარი იყო, აქ რა მოუვიდა ვერ ვხვდები? უთამაშებლბას კი შეიძლება დააბრალოს კაცმა, მაგრამ არდა როგორ ჩადგა ფორმაში? ამიტომ ვფიქრობ ვიდალმა არ მოინდომა როგორც საჭიროა :)) ასე რომ, ასეთი ფეხბურთელი არ იმსახურებს ბარსას მაისურის ტარებას!! ნახევარი სეზონი სრნა გადმოვიყვანოთ, ზამენისთვის იდეალურია...
    _Lionel Messi_
    სტუმარი [?]
    #5 26 სექტემბერი 2016 21:34
    0
    ციტატა: zazo
    თუ ბარსას ექნება სათამაშო დავუშვათ რეალთან, ატლეტიკოსთან, ბავარიასთან და გრანადასთან მესის გრანადასთან დაასვენებს და სავარაუდოდ ისედაც მოიგებენ მაგ თამაშს რისი ალბათობაც დანარჩენ შემთხვევებში ნაკლებია. ესეც თქვენი სტატისტიკა :)

    პირველად გავიგე რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპზე ან პლეი ოფებში დაბალი დონის გუნდები თამაშობდნენ, თუ რა თქმა უნდა რეალზე არ ვგულისხმობთ, რომელიც გერმანიის მე-9 ადგილოსანს ხვდება მეოთხედფინალში. ჩემპიონთა ლიგა ტურნირია სადაც გუნდები თამაშობენ 6 მატჩს ჯგუფურ ეტაპზე და თუ რომელიმე გუნდს გასვლა/დარჩენა არ აქვს განაღდებული, მაშინ წამყვან ფეხბურთელებს არ ასვენებენ, თუ რა თქმა უნდა 7-0 არ იგებენ. პლეი-ოფებზე ხომ მითუმეტეს.. და თქვენ ფიქრობთ, რომ მესის უბრალოდ, ასვენებდნენ 2006 წელს პლეი-ოფზე?

    ციტატა: dima10
    სტატიის ავტორტანმინდაკიტხვისდასმა.:D

    ??
    Kato
    სტუმარი [?]
    #4 26 სექტემბერი 2016 21:09
    0
    Chemi azrit es statia imitom daido, rom mesis gareshe barselonas mogeba sheudzliao da gvamxneveben, torem mesis cascvla aravis unda. . .garda metokeebisa ratkma unda. . .
    dima10
    სტუმარი [?]
    #3 26 სექტემბერი 2016 21:03
    0
    სტატიის ავტორტანმინდაკიტხვისდასმა.:D
    _Lionel Messi_
    სტუმარი [?]
    #2 26 სექტემბერი 2016 20:57
    0
    ციტატა: kortoxa23
    მწდრლებს მოვუწოდებ ასეთი უაზრო სტატიები არ დაწეროთ და თუ გჯერათ რო ბარსა მესსის გარეშე უფრო შთამბეჭდავია მაშინ წერეთ. ისე იზამენ მალე არგენტინელებივით უმადურობა გამოუვათ და მერე ეხვეწეთ დარჩითო

    სრულიად არაა უაზრო სტატია და შემიძლია დაგიმტკიცოთ თუ რატომაც:
    1. ეს სტატია გამოქვეყნდა ერთ-ერთ ავტორიტეტულ ინტერნეტგამოცემა goal-ზე, სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე - http://www.goal.com/en/news/1716/champions-league/2016/09/26/27892952/barcelona
    s-champions-league-win-percentage-is-higher-without?ICID=HP_HN_1 და ეს სტატია რომ უაზრო ყოფილიყო, არავინ არ გამოაქვეყნებდა.
    2. ამ საიტს ჰყავს მოდერატორები, რომლებიც ჩემ მიერ დაწერილ სტატიას ამოწმებენ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ ეს სტატია დაიდოს, მაშინ დადებენ, თუ არ მოეწონებათ სტატიის შიანაარსი, მაშინ გააუქმებენ.
    3.სტატიის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ სტატისტიკაზე, რომელიც უბრალოდ სტატისტიკაა და მეტი არაფერი, რომელიც გავლენას არ იქონიებს "ბარსელონას" თამაშზე.
    4. არავის არ უნდა მესის ბარსადან წასვლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სტატია მის ბარსელონადან წასვლას არ ეხება, სტატისტიკის მცნობა, რომ მესის გარეშე ბარსელონა იგებს გარკვეულ მატჩებს იმას არ ნიშნავს, რომ პირადად მე მესის ბარსელონადან წასვლა მსურს :))
    _Lionel Messi_
    სტუმარი [?]
    #1 26 სექტემბერი 2016 20:46
    0
    "ბარსას" მოგების პროცენტი უფრო მეტია ჩემპიონთა ლიგაზე, თუ არ თამაშობს
    სათაურში "ლეო" რატომ წამიშალეთ :DD