MD: "ბარსელონამ" თვალი გამეიროს დაადგა
ესპანური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი "სევილიას" თავდამსხმელ კევინ გამეიროს აკვირდება.
"ბარსას" მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ 28 წლის ფეხბურთელი წარმატებით შეცვლის შემტევი ტრიოს ერთ-ერთ ფეხბურთელს, თუ რომელიმე მათგანი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ითამაშებს. ენრიკეს ფრანგი ფეხბურთელის მრავალფეროვნება იზიდავს და მიიჩნევს, რომ მას არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გამათამაშებაში გამეირომ 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]