სანაკრებო მატჩები: მესიმ და ალვესმა გაიტანეს

სანაკრებო მატჩები: მესიმ და ალვესმა გაიტანეს

გრძელდება სანაკრებო დაპირისპირებები ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში. "ბარსას" ფეხბურთელებიდან, სამხრეთ ამერიკაში დანი ალვესმა, ლეო მესიმ, ლუის სუარესმა და ხავიერ მასკერანომ ითამაშეს. მათ თავიანთი მატჩები სრულად ჩაატარეს.

გოლებით ლეო მესი და დანი ალვესი გამოირჩნენ. მესიმ არგენტინის ნაკრებში უკვე 50-ე გოლი გაიტანა. არგენტინამ 2-0 მოუგო ბოლივიას. მესიმ პენალტი გაიტანა, რომელიც უნაკლოდ შეასრულა და არგენტინის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მან მე-2 გოლი გაიტანა, ხოლო პირველი მერკადომ. პირველი გოლი მესიმ შექმნა, ჩვეულ სტილში, ბრწყინვალედ გაგზავნა ბურთი საჯარიმოსკენ, რომელსაც იგუაინი დაუხვდა. მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ მცველმა ის მოიგერია და ისევ იგუაინს მიუვიდა, რომელმაც ბურთი მერკადოს დაუგორა და მანც მშვიდად გადაგზავნა ბურთი ცარიელ კარში.

იხილეთ მესის თამაშის მცირე მიმოხილვა:

[media=https://www.youtube.com/watch?v=FGCs_gsX-Vs]

დანი ალვესმა კი ბრაზილიას ქულა მოუტანა. ბრაზილია პარაგვაისთან აგებდა, მაგრამ დანი ალვესმა ბრაზილიის მაისურით 90+2 წუთზე გაიტანა შესანიშნავი გოლი: ის კარგად შევიდა საჯარიმოში დაარტყა მარცხენა ფეხით და მეკარიგან მარჯვენა კუთხეშიც ლამაზად "შესვა".

ლუის სუარესის ურუგვაიმ 1-0 დაამარცხა ეკვადორი, ედისონ კავანის გოლით.

დანი ალვესის გოლი:

[media=https://www.youtube.com/watch?v=WYLjrtoxwBs]

ორიოდე სიტყვას ვიტყვი ევროპულ ამხანაგურ შეხვედრებზე:

არდა თურანმა გაიტანა გამარჯვების გოლი 57-ე წუთზე თურქეთის მაისურით ავსტრიის წინააღმდეგ.

ტერ შტეგენმა სრულად ითამაშა გერმანიის ნაკრების ძირითადში იტალიის წინააღმდეგ. მატჩი 4-1 დამთავრდა გერმანიის სასარგებლოდ. ტერ შტეგენმა კი გოლი სტეფან ელ შაარავისგან მიიღო.

თავიანთი მატჩები ითამაშეს ტომას ვერმალენმა პორტუგალიის წინააღმდეგ (1-2, წაგება) და ჟერემი მატიემაც, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა 46-ე წუთზე (4-2, მოგება) და მალევე მიიღო ტრავმა.

სანაკრებო მატჩები: მესიმ და ალვესმა გაიტანეს

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ლიონელი
    სტუმარი [?]
    #4 1 აპრილი 2016 12:09
    0
    მესი მიდი ძმაო აჩვენე 3 გოლი რეალს
    ika antimadridista
    სტუმარი [?]
    #3 31 მარტი 2016 17:35
    1
    საღოლ კალისკოზეც გაიტანდეს დანი აი მესის უეჭველი უნდა გაიტანოს დიდი ხანიაარ გაუტანია რელალზე
    Spain5
    სტუმარი [?]
    #2 31 მარტი 2016 12:01
    2
    სერხიზეც დაგეწერათ რამე
    ესპანეთის ნაკრებში დებიუტი ქონდა მგონი
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #1 31 მარტი 2016 00:19
    5
    მესიმ საოცრად ითამაშA გუშინ ა. მინახავს და სუარესმა ინა მატჩზე იფრინა ბემოც კარგი იყო დასკვნა? გაესო რეალს რიპებს იმედი რო აქვტ :D