მარსელო: "მოგება დავიმსახურეთ"
მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი მარსელო კომენტარს აკეთებს ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში გამართული "ელ კლასიკოს" (1:2) შემდეგ და აცხადებს, რომ მისმა გუნდმა მოგება დაიმსახურა.
"ბარსელონას" ზედიზედ 39 მატჩი არ წაუგია, მაგრამ ჩვენ მოგება სრულიად დავიმსახურეთ. ეს მნიშვნელოვანი 3 ქულაა, რომელიც ბრძოლის გაგრძელების შემართებას მოგვცემს.
"ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ყველამ შესანიშნავად ვითამაშეთ.
"კამპ ნოუზე" თამაში რთულია, მაგრამ კატალონიელებს კონტრშეტევებით საქმე გავურთულეთ".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]