ალბა: "მესი ხუთი საფეხურით უსწრებს ყველას"

ალბა: "მესი ხუთი საფეხურით უსწრებს ყველას"

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრის მოგება მნიშვნელოვანია.

"ძალიან მნიშვნელოვანია პირველი შეხვედრის მოგება. ჩვენ ვართ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მფლობელნი და სურვილი გვაქვს შევინარჩუნოთ გამარჯვება. ვიცით, რომ "რომა" სირთულეებს შეგვიქმნის. "ბარსა" ყოველთვის მოტივირებულია. ზედიზედ ტიტულის მოგება რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით.

"ატლეტიკოსთან გამარჯვება? ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ეს რთული მატჩი იყო, გვაკლდა მოთამაშეები, მაგრამ გუნდმა კარგად უპასუხა სირთულეებს და მივიღეთ შესანიშნავი შესრულება.

გამპერის თასი არ არის ათვლის წერტილი, მას არაფერი საერთო არ აქვს ჩემპიონთა ლიგის თამაშთან. "რომა" სახლში თამაშობს, ამიტომ ისინი სახლში, საკუთარ გულშემაატკივართან ერთად უფრო ძლიერები იქნებიან.

ლეოს მე–100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე? როდესაც იგი მოედანზეა ყველაფერი "ბარსელონას" სასარგებლოდ იცვლება. რონალდუსა და მესის მე ვერ შევადარებ. კრიშტიანუ ფანტასტიური და დიდი ფეხბურთელია, მას ბევრი გოლი გააქვს. მაგრამ რასაც მესი აკეთებს იმას ვერავინ გააკეთებს. გავიხსენოთ "ატლეტიკოსთან" შეხვედრა: იგი შემოვიდა მოედანზე და ჩვენ მაშინვე ავიღეთ თამაშზე კონტროლი. მესი არა ერთი, არამედ ხუთი საფეხურით უსწრებს სხვა დანარჩენ მოთამაშეებს." – განაცხადა ალბამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.