პიკე: "მესის მსგავსი ნიჭი არავის აქვს"
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე კატალონიურ კლუბისა და მადრიდის "რეალის" ვარსკვლავებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს.
"ვფიქრობ, მესი და რონადლუ წარმოუდგენელი ფეხბურთელები არიან. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე, არამედ, ალბათ, მთელი მსოფლიო ისტორიისაც.
ყოველთვის ვამბობდი, რომ მესის მსგავსი ნიჭი არავის აქვს. ის წარმოუდგენლად სწრაფია ბურთთან ერთად. მისი შეჩერება ძალიან რთულია. ასეთი ნიჭი არ მინახავს.
რონალდუ სხვა ფეხბურთელია, აბსოლიტურად განსხვავებული. ის მაღალი, ძლიერი, სრულყოფილია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია გაიტანოს თავით, საჯარიმო დარტყმით, პენალტი, ერთი ერთზე.
თუმცა, პირადად მე ვთვლი, რომ მესი არაადამიანია, რონალდუ კი - საუკეთესო ადამიანებს შორის".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]