"TotalBarca"-ს შეფასებები
ისტორია მეორდება! "ერკულესმა" 13 წლის შემდეგ "კამპ ნოუზე" გამარჯვება კიდევ ერთხელ შეძლო.
ვალდესი: მას თითქმის არანაირი დანაშაული არ მიუძღვის გაშვებულ გოლებში. "ბარსას" დაცვა დღეს სიურპრიზებით იყო აღსავსე. გოლების გაშვების, გარდა მან რამდენიმე ძალიან კარგი სეივი გააკეთა. (6.0)
ადრიანო: "ბარსელონას" საუკეთესო ფეხბურთელი პირველ ტაიმში. მან ძალიან კარგად ითამაშა დრენტეს წინაამღდეგ პირველ ნახევარში. კორეიამ რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნაც შეძლო. (7.5)
პიკე: პირველ ტაიმში მან მოახერხა და თავით გაგზავნა ბურთი "ერკულესის" კარისკენ, მაგრამ ამაოდ. ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. მეორე ტაიმში მან თავდამსხმელის პოზიცია მოირგო. სამწუხაროდ მას მიუძღვის წვლილი გაშვებულ ორ გოლში. მან წარბის გასკდომაც მოასწრო. (5.5)
აბიდალი: მთელი მისი ყურადღება ბურთზე იყო გადართული და რატომღაც საკუთარ თანაგუნდელებს ვერ ამჩნევდა. მეორე გოლში დამნაშავე ერიკიც გახლავთ. (5.0)
მაქსველი: თავიდან ძალიან კარგად დაიწყო და საკმაოდაც მოძრაობდა. ასე, რომ ვთქვათ მთელი მარცხენა ფლანგი მას ეკავა. სწორედ მისი პასის შემდეგ ვერ მოახერხა ახალმა ცხრიანმა, 100%–იანი შანსის ვერ გამოყენება. ასევე აბიდალის მსგავსად მასაც მიუძღვის მეორე გოლში წვლილი. (6.0)
მასკერანო: მისი დებიუტი იღბლიანი არ გამოდგა. დღეს იგი დიდი ვერაფრით გამოირჩა, თუ არ ჩავთვლით მის ყვითელ ბარათსა და იმ ჯარიმას, რომლის შემდეგაც გოლი გავიდა. მას შესვენების შემდეგ თამაში აღარ გაუგრძელებია. (5.5)
ინიესტა: "მსოფლიო ჩემპიონატის" გმირს დღეს კარგი დღე ნამდვილად არ ჰქონია. მოედნის ცენტრში იგი რაღაცის შექმნას ცდილობდა, მაგრამ დიდი ვერაფერი გაუკეთებია. (5.0)
კეიტა: "შავმა მუშამ" დღეს არც თუ ისე ცუდი მატჩი ჩაატარა. იგი ბურთების ჩაჭრასა და შეტევების წამოწყებას ცდილობდა, მაგრამ ბოლომდე არ გამოზდიოდა. იგი მასკერანოსაც აზღვევდა ხოლმე. (5.5)
ბოიანი: ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ბოიანმა დღეს თავისი თავი ვერ წარმოაჩინა. მან შეძლო და ვერ გამოიყენა 100%–იანი საგოლე მომენტი. მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში ჩრდილში იყო მოქცეული. მეორე ტაიმის დაწყებისას მის მაგივრად ჩვენ მოედანზე პედრიტო ვიხილეთ. (4.0)
მესი: ლეოს რამდენიმე მომენტი ქონდა, სადაც აჩვენა თავისი ოსტატობა. რამდენიმეჯერ ფეხბურთელების მოტყუებაც შეძლო და ბურთსაც კარგად ფლობდა, მაგრამ რატომღაც დღეს დიდი ვერაფერი გაუკეთებია. (5.0)
ვილია: თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე ნახევარში საერთოდ არ ჩანდა. იგი ბევრჯერ აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. (5.0)
ჩავი: იგი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. სამწუხაროდ მას თავისუფალი სივრცეების პოვნა უჭირდა. (5.5)
პედრო: პედრიტო მეორე ტაიმში, ფლანგიდან ძალიან აქტიურად ჩაერთო თამაშში. ყველა ცდილობდა, რომ ბურთი მასთან მისულიყო. ბევრჯერაც ჩააწოდა მეკარის საჯარიმოში, მაგრამ ამაოდ. ის დღეს ერთ–ერთი საუკეთესო იყო "ბარსას" რიგებიდან. (6.0)
ალვეში: მან შეცვალა აქტიურად მოთამაშე ადრიანო. დანიმ რამდენიმე სულელური შეცდომა დაუშვა. ადრიანოზე კარგი მას არაფერი გაუკეთებია (5.5)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]