ლუის ენრიკეს ჟურნალისტთან კონფლიქტი მოუვიდა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, "ვალენსიასთან" "კამპ ნოუზე" წაგებული თამაშის (1:2) შემდეგ, იმდენად გაღიზიანებული იყო, რომ მას ერთ-ერთ ჟურნალისტთან კონფლიქტი მოუვიდა.
Diario Gol-ის ჟურნალისტმა, ვიქტორ მალომ ენრიკეს შემდეგი კითხვა დაუსვა: "გუნდის ფორმაზე ფუნქციონალურმა მომზადებამ ხომ არ იმოქმედა უარყოფითად?" "ბარსას" მწვრთნელმა მას ჰკითხა, თუ რა გვარი იყო და პასუხის მიღების შემდეგ ("მალო" ესპანურად "ცუდს" ნიშნავს) განაცხადა: "სწორია. შემდეგი კითხვა!"
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 32 ]