ლუკას პერესი: "დეპორტივოს" ჩემპიონის ბედის გადაწყვეტა შეუძლია"
27 წლის გარემარბი თვლის, რომ მის გუნდს შეუძლია, საჩემპიონო ბრძოლაზე გავლენა იქონიოს.
მოგეხსენებათ, კატალონიელები დღეს სტუმრად "დეპორტივოს" ეწვევიან. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, ცხრილს ორი გუნდი, "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ლიდერობს. მათ კი ერთი ქულით ჩამორჩება მადრიდის "რეალი".
"შეგვიძლია, გადავწყვიტოთ, ვინ გახდება ლა ლიგის გამარჯვებული. ვიცოდი, რომ ჩემპიონის ბედი მაისში წყდება. ბევრი ფიქრობდა, რომ მათ უკვე მოგებული ჰქონდათ, მაგრამ ეს გრძელი სეზონია", - ამბობს ლუკას პერესი.
"თუმცა, "ბარსელონა" ყოველთვის სახიფათოა, იმის მიუხედავად, სჭირდება თუ არა ქულები", - დაასრულა ესპანელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]